Posts

Showing posts from June, 2018

მესამე დღის რეფლექსია

დღეს ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე, რომელშიც შევიტანეთ პროექტის მოკლე შინაარსი,აქტივობები და საბოლოო პროდუქტი,რას წარმოადგენენ მოსწავლეები; გეგმის შაბლონში გადმოვიტანეთ სტანდარტი; შემდეგ გეგმის მიზნებსა და შედეგებში ჩავწერეთ 21 საუკუნის უნარები; II  მოდულიდან ჩამოვტვირთეთ ბლუმის ტაქსონომიის სიტყვების კლასიფიკაცია,რომელიც შევადარეთ ჩვენ მიერ  არჩეულ სტანდარტს; გავეცანით საკვანძო კითხვების კატეგორიებს და ბოლოს ჩავიწერეთ დავალება.

მეორე დღის რეფლექსია

გავიხსენეთ პირველ  დღეს   შესწავლილი მასალა, გავეცანით პუბლიკაციის მომზადებას პროექტებით სწავლების თემაზე, სტატიის დაგეგმვას, ვიმუშავეთ ბუკლეტისა  და ჩეკლისტის შექმნაზე, ასევე შევქმენით ბლოგი.  ვფიქრობ  დღევანდელი  დღე უფრო ნაყოფიერი იყო, რადგან პრაქტიკული მუშაობით მეტად ადვილია ახალი მასალის ათვისება.

პირველი დღის რეფლექსია

დღევანდელ ტრენინგზე გავეცანით პროექტის სწავლების მოდულებს. განვიხილეთ  პირველი მოდული და ასევე ჯგუფებში მუშაობით  განვიხილეთ პროექტი.შევქმენით პორთფოლიო და მასში დოკუმენტების მოთავსებაც  ვისწავლეთ.     მომეჩვენა ,რომ რთულია და დიდი დრო დამჭირდება  ამ საკითხის სრულყოფილად შესწავლისათვის.